16 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ფორმალურად მაინც მოეძებნათ არა "ნაცმოძრაობის" ადამიანები, გვარამია არის ერთ-ერთი იდეოლოგი "ნაცმოძრაობის", არ შეცვლილა საერთოდ ეს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება - მმართველ გუნდში გვარამიას ენმ-სგან დისტანცირების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ მათი გეგმაა ვითომ მესამე ძალის შექმნა და არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილი თუ გვარამია - ამით არაფერი იცვლება, შედეგი იდენტური დადგება.

"ძალიან მდაბიო შეთავაზება არის ქართული საზოგადოებისთვის. სააკაშვილი, გვარამია თუ ხაზარაძე - ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანს სიკვდილის დასჯის ფორმა რომ შესთავაზო - ჩამოხრჩობა, დახვრეტა ან დენის სკამზე ჩამოჯდომა აირჩიეო, შედეგი დგება ერთი და იგივე. შესაბამისად, საქართველოში 1000 კაცი რომ გამოკითხო, ერთიც კი ვერ იტყვის იმას, რომ სააკაშვილი და გვარამია პოლიტიკურად რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ დაიჯერებს.

ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, "ხალხის ძალა", რომ მათ პატრონებს აქვთ გეგმა, რომ თითქოს ახლა განშტოება გააკეთონ, 5 ნომრის გარდა კიდევ იყოს ვითომ მესამე ძალა და გადაალახინონ 5%-იანი ბარიერი, ეს უკვე არის გაშიფრული. ფორმალურად მაინც მოეძებნათ არა "ნაცმოძრაობის" ადამიანები, კუდები კი ექნებოდათ. გვარამია არის ერთ-ერთი იდეოლოგი "ნაცმოძრაობის" და არ შეცვლილა საერთოდ ეს ადამიანი. შესაბამისად, ამბობს ახლა, რომ იქნება ვითომ მესამე ძალა, რომლისაც არავის არ სჯერა", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა.

დღის ამბები