"კურიერის" ინფორმაციით, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთიანდებიან. "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და გვარამია არჩევნებში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.
ნიკა გვარამია მათთან კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს. "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აქვე ამბობს, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია.
"ჩემი პოლიტიკური გეგმები უკავშირდება ფართო გაერთიანებას. მე ვსაუბრობ ზურასთანაც და ლაკასთანაც. ნიკა მელია მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. დღეს მე მაქვს ჩემი განვითარების გზა, მე ამას ასე ვხედავ. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" საუბარი სამომავლო საკითხია," - აცხადებს ნიკა გვარამია.