21 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
”ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარე ერთი წლის წინ შეიცვალა - რას დაპირდა მხარდამჭერებს და რა შეასრულა ლევან ხაბეიშვილმა

1 წლიანი ხელმძღვანელობის პირობებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის შენარჩუნება ხაბეიშვილმა ვერ შეძლო და 1 წლის თავზე პარტია 2 ნაწილად ოფიციალურად გაიყო. რა შესძინა პარტიას ახალმა თავმჯდომარემ და რა შეიცვალა ხაბეიშვილის მისვლით- ”ნაციონალური მოძრაობაში” საუბარი დღეს არავინ ისურვა. მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობის შეფასების ნაცვლად აქცენტი სულ სხვა საკითხზე გააკეთეს.

ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში არჩევნებში წარმატებას ”ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრები გამორიცხავენ. ამბობენ, რომ პარტიის წევრების შემცირებული რაოდენობა და საგრძნობლად დაბალი რეიტინგი 2024 წლის არჩევნებში სერიოზული ბარიერი იქნება, თუმცა ხაბეიშვილის გუნდში ასე არ ფიქრობენ.

პარტიაში ხაბეიშვილის გამარჯვებას 2 ფაქტორს უკავშირებენ - დავით კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენებსა და მის ფინანსურ მხარდაჭერას. სწორედ კეზერაშვილი გახდა მიზეზი, რის გამოც ასობით წევრმა პარტია დატოვა. თბილისის რაიონული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ”ნაციონალურ მოძრაობაზე" უარი თქვეს თითქმის ყველა რაიონის საკრებულოს წევრმა.

კეზერაშვილის გავლენები, ერთპიროვნული მმართველობა და ახალ მენეჯმენტთან შეუთავსებლობა დაასახელა პარტიიდან წასვლის მიზეზად ნიკა მელიამაც.

ხაბეიშვილის პოლიტიკური ძალა მარცხისთვის განწირულია მმართველი პარტიისთვის. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას ნიშნავს.

”ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარე ერთი წლის წინ შეიცვალა. 12 თვეში პარტიის პოლიტიკური რეიტინგი უკვე რამდენიმე პროცენტით დაეცა.

დღის ამბები