16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
პარლამენტში მთავრობის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები იწყება

პარლამენტში, მთავრობის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები იწყება. ამ წუთებში კანონმდებლები სამთავრობო პროგრამის მოსასმენად მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იკრიბებიან.

ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტისთვის კენჭისყრა ხუთშაბათს იგეგმება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ უმრავლესობა ახალ მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

"დღეს დაიწყება ახალი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა.  თავიდან გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე იქნება განხილვები, შემდეგ იქნება ოპოზიცის შეხვედრაც, უმრავლესობის შეხვედრაც და ხუთშაბათს იქნება ნდობის გამოცხადება. ოპოზიცია რომ მხარს არ დაუჭერდა, ეს არავის გაკვირვებია, მოსალოდნელი იყო, რაც შეეხება უმრავლესობას, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს მთავრობას," - აცხადებს კახიანი.

დღის ამბები