16 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
თეა წულუკიანმა გელათის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ვრცელი განმარტება გააკეთა

მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში - დეპუტატები იუსტიციის, განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების მომავალ ხელმძღვანელებს უსმენენ. კანონმდებლებმა უკვე დასვეს კითხვები.

იქამდე, მათ დეპუტატებს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა - თეა წულუკიანმა ვრცელი განმარტება გააკეთა გელათის გარშემო მიმდინარე პროცესებზე

"400-მდე პროექტი დაფინანსდა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ბიუჯეტი შარშან გახლდათ 14 მილიონ 800 000 ლარი. წელს კულტურის მიმართულებით არ გაზრდილა. საანგარიშო პერიოდში ვვარაუდობთ არანაკლებ იმავე ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელიც ძირითადად ფინანსდება კონკურსის წესით. აქ ბევრ საუბრობენ გელათზე და, სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც არ ვაკეთებ, მე პასუხს ვერ ვაგებ. სამწუხაროა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბრიდან მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ვაპირებ, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რამეს ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი.

 

დღის ამბები