29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა 7 თვის შვილი გააჩინა - რას ამბობენ სოფელში, სადაც შემზარავი დანაშაულის შესახებ გოგონას მშობიარობის შემდეგ გაიგეს

მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა 7 თვის შვილი გააჩინა. მხოლოდ ეს არ არის 17 წლის გოგონას უდიდესი ტრაგედია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი საკუთარ შვილზე, სექსუალურად, 15 წლის ასაკიდან, 2 წლის განმავლობაში ძალადობდა, ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში კი, მას მოკვლით ემუქრებოდა.

ოჯახი, სადაც საზარელი დანაშაული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მრავალშვილიანია, დანაშაულის ადგილი კი - იმერეთი. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი სამშობიაროდან დღეს გაწერეს, ნაადრევად გაჩენილი ჩვილი კი ინკუბატორში რჩება. ინცესტის შესახებ სოფელმაც და სკოლამაც მხოლოდ მოზარდის მშობიარობის შემდეგ შეიტყო.

უმძიმესი დანაშაულის ადგილზე დღეს "კურიერი" ჩავიდა, თუმცა ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ არც მუნიციპალიტეტს და არც - სოფელს.

"ცუდი ამბავი მოხდაო... ვერაფერს გეტყვით. [დაკავებული] ყველასთან ახლოს იყო სოფელში. წინა დღეს ერთად ვიყავით, არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია, ჩვეულებრივად იყო. 3 დღეა, დააკავეს. შოკისმომგვრელია," - ამბობენ სოფელში.

დღის ამბები