საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.
"სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, როგორც მითხრეს, აჭარაში ორი ადამიანია დაღუპული, ვუსამძიმრებ ოჯახებს. გრძელდება შესაბამისი სამუშაოები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აჭარაში - ხულოსა და ქედაში, სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.