16 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
8-9 თებერვალს უკვე დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში - ირაკლი კობახიძე

ერთ საათში პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა უნდა განახლდეს. დღეს დეპუტატების წინაშე 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი წარდგება. დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები.

პარლამენტში პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერობის კანდიდატმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდება და დაზუსტებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით 8 ან 9 თებერვალს იქნება:

"8-9-ში უკვე დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჩემი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

დღის ამბები