16 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა ფორმატში დავსვათ ხალხისთვის მნიშვნელოვანი კითხვები, მაგრამ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას გაურბის - თინათინ ბოკუჩავა

დღეს, პარლამენტში დეპუტატების წინაშე 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი წარდგება. დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები. ოპოზიციას კითხვები აქვს მმართველ გუნდთან, თუმცა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, ისინი ამ კითხვებს გაურბიან:

"ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა ფორმატში დავსვათ ხალხისთვის მნიშვნელოვანი კითხვები, მაგრამ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას გაურბის. ჩვენ გვქონდა ათობით მომზადებული კითხვა სხვადასხვა მინისტრისთვის, თუმცა ისინი გაურბიან ამ კითხვებს და დებატში მონაწილეობაზე უარს ამბობენ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები