16 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამჯერად საკუთარ ხედვებს დეპუტატებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი აცნობს. კანონმდებლებმა უკვე მოისმინეს ფინანსთა, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატების მოხსენება. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ უმუშევრობა ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზეა, მთავრობის პრიორიტეტად კი რჩება კერძო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელშემწყობი პროგრამები, ტურიზმის განვითარება და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის:

"საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. 

გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ეს ტენდენცია 2023 წლის სამივე კვარტალში გაგრძელდა და კვარტალურ ჭრილში უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა. წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება დასაქმების დონეც.​

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება, დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

ეს გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი. 

 

დღის ამბები