საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მოსმენის დროს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელთა დასრულებაც წელს არის გათვალისწინებული. საუბარია კახეთისა და რიკოთის მაგისტრალებზე:
"წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება არის გათვალისწინებული. 2024 წელს დაგეგმილია რიკოთის დასრულება, ისევე როგორც მიმდინარე 31 კილომეტრიანი მონაკვეთი კახეთის მაგისტრალის მიმართულებით. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს. თბილისიდან ბათუმამდე სამ, სამსაათნახევარში იქნება გადაადგილება შესაძლებელი და კახეთის მიმართულებით კი დასრულებული მონაკვეთების ფარგლებში, გადაადგილების დრო თითქმის განახევრდება," - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ქარსელაძე.