16 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
პრემიერობის კანდიდატი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები გრძელდება. პრემიერობის კანდიდატი და განახლებული მთავრობის შემადგენლობა დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

მანამდე, სამთავრობო პროგრამით სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ელოდებიან. ახალი სტატუსით ირაკლი კობახიძე ხვალ უკვე "ქართულ ოცნების" წინაშე წარდგება - ხუთშაბათსავე იქნება კენჭისყრა.

განახლებული მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერას, სადაც პრემიერის გარდა მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება - არ აპირებს ოპოზიცია, თუმცა განხილვებში აქტიურად მონაწილეობენ.

დღის ამბები