28 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
87 წლის ასაკში, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

თბილისი დინამოს ჰიმნისა და დედაქალაქზე შექმნილი არაერთი პოპულარული მუსიკის შემქმნელი, კონსერვატორის პროფესორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილმა კომპოზიტორმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი კლასიკური და საესტრადო ნაწარმოები შექმნა, მათ შორის ფშაური ფოლკლორის გამოყენებით დაწერა მუსიკა საბალეტო დადგმა ხევისბერისთვის.

უკვე 1995 წელს აზარაშვილმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი მეჩექმე გაბო შექმნა,თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა და საყოველთაო სახალხო სიყვარული კომპოზიტორმა 1981 წელს თბილისის დინამოსთვის მიძღვნილი ჰიმნით დაიმსახურა.

დინამო დინამო ვაჟა აზარაშვილმა საფეხბურთო კლუბის მიერ თასების თასის აღებას მიუძღვნა და მას შემდეგ გუნდს ის აღარ შეუცვლია.

დღეს, კურიერმა ცნობილი კომპოზიტორის შემოქმედება კურიერთან მისმა კოლეგებმა გაიხსენეს.

დღის ამბები