19 აგვისტო 2026,   19:49
ვრცლად
ერთს ვუშველეთ, ამოვიყვანეთ, დანარჩენებს - ვერა... ფეხი, მენჯი და ნეკნები აქვს მოტეხილი... მისი ოჯახი დაიღუპა - ადგილობრივი ნერგეეთში მომხდარ სტიქიაზე

კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში - სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილზე მეწყერი დაახლოებით 35 საათის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ 10 ადამიანი მოიყოლა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა.

ადგილობრივის თქმით, გადარჩენილის მეუღლე და შვილი სტიქიას ემსხვერპლნენ.

"ერთს ვუშველეთ, ამოვიყვანეთ, დანარჩენებს - ვერა. ფეხი, მენჯი და ნეკნები აქვს მოტეხილი. მისი ოჯახი დაიღუპა. ორის გამოყვანაზე მე თვითონ ვიყავი, დაშავებულის მეუღლე და შვილი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, თემურ ასათიანი.

გეოლოგების რეკომენდაციით, სოფელ ნერგეეთიდან 7 ოჯახია ევაკუირებული.

დღის ამბები