უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინის და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
ვიქტორ ორბანის თქმით, ამის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს.
ამასთან, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს "ბუფერულ ზონად" რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით, მაგრამ იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა და ვითარების იმ ფაზამდე მიყვანა, რომელშიც მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება.