06 ივლისი 2024,   10:11
ვრცლად
სანახაობა აშშ-ში, რომელსაც არამხოლოდ სპორტის მოყვარულები ელოდებიან - 2024 წლის "სუპერ ბოულის" შოუ

სანახაობა აშშ-ში, რომელსაც არა მხოლოდ სპორტის მოყვარულები ელოდებიან - 2024 წლის "სუპერ ბოულის" შოუ აშერმა გააფორმა. 45 წლის მუსიკოსის გარდა, სცენაზე იყვნენ ალიშა ქის, ლუდაქრის, ჯერ-მეინ დუპრი, ლი ჯონი, ვილ აი ემი და ჰერი.

რაც შეეხება სპორტულ ნაწილს - რიგით 58-ე "სუპერ ბოულის" გამარჯვებული Kansas city chiefs გახდა. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას Allegiant Stadium უმასპინძლა, Kansas city chiefs-ის მეტოქე კი San Francisco 49ers იყო.

ანგარიში 25:22 -ით დასრულდა. გამორჩეულ სტუმრებს შორის იყო ტეილორ სვიფტი, რომელიც გამოცემა Time-მა წლის ადამიანად დაასახელა, "სუპერ ბოულის" გამარჯვებული სწორედ მომღერლის რჩეულის - ტრევის კელსის გუნდი იყო.

 

დღის ამბები