16 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
მცდარია ის შეხედულება, რომელიც თვლის, რომ მამუკა ხაზარაძემ რაიმე მსგავსი დააანონსა - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მამუკა ხაზარაძეს რეპრესიები არ დაუანონსებია. როგორც გეგელია აღნშნავს, ეს იყო პოლიტიკური განცხადება.

"მცდარია ის შეხედულება, რომელიც თვლის, რომ მამუკა ხაზარაძემ რაიმე მსგავსი დააანონსა, თუნდაც ივანიშვილის მიმართ. ესაა პოლიტიკური შეფასება. ის, თუ სად წავა და სად ვერ წავა ივანიშვილი, ეს უკვე იქნება პროკურატურის საქმე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია არ არიან პროკურორები,"-აცხადებს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თავად ხელისუფლებაში მოვა, ბიძინა ივანიშვილი კი არჩევნების შემდეგ მოსკოვში წავა.

 

დღის ამბები