საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და პარლამენტის წევრები ალუდა ღუდუშაური, გიორგი სოსიაშვილი და ქეთევან ჩარკვიანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა სოფელ ტყვიავში ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია მათი უფლებრივი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ.
"შეხვედრის ორგანიზება განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და მათზე კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების გზების განსაზღვრა. კომიტეტს დაგეგმილი აქვს შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფებთან", - აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონში გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ შაყულაშვილის და გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მხარდაჭერითა და მონაწილეობით გაიმართა.