16 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
საქართველო ევროპის პირველ ხუთეულშია უსაფრთხოების თვალსაზრისით - ეს განვითარების, რეფორმების, პროგრესის შედეგი და ამ ქვეყნის უდიდესი წარმატებაა - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. მისი თქმით, ყველა ასეთი ცენტრალური ინდიკატორი ქვეყნის წარმატების ინდიკატორს ნიშნავს.

„როდესაც თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ საქართველო, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ რეიტინგში პირველ ხუთეულშია, ეს ნიშნავს ქვეყნის უდიდეს წარმატებას. ამავე დროს, ეს ნიშნავს იმასაც, რომ დღენიადაგ კონკრეტული მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები პირიქით რომ ლაპარაკობენ, ყველა ეს ნარატივი მათ მიერ არის შექმნილი, მოგონილი და ამაზე აგებულია ტყუილები. ეს არის მოდელირებული, არარსებული რეალობა. საქართველო მოხვდა ევროპის პირველ ხუთეულში უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის განვითარების, რეფორმების, პროგრესის შედეგი და ამ ქვეყნის უდიდესი წარმატება“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები