სად არის ღამის საათებში ტურისტებისთვის გადაადგილება ყველაზე უსაფრთხო? - მონაცემებს მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია აქვეყნებს.
საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სახელდება - ჩვენ მეოთხე პოზიციაზე ვართ. ამ მონაცემებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით უსწრებს ევროკავშირის წევრ 25 და ყველა კანდიდატ ქვეყანას. სიის სათავეშია ხორვატია, სლოვენია და ისლანდია.
დამოუკიდებელი ორგანიზაცია "ნუმბეო" მონაცემებს 2009 წლიდან აქვეყნებს. მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია სწორედ Numbeo.com-ის მონაცემებს ეყრდნობა. საიტზე აღნიშნულია, რომ კვლევა არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.