29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
თბილისში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

თბილისში, სამგორის რაიონის პატარა ლილოს დასახლებაში N215 და კრწანისის რაიონის N127 სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლების სრული რეაბილიტაცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენობების სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

რეაბილიტაციის პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.

დღის ამბები