16 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ეს არის უკვე ღია თამაში პრეზიდენტის მხრიდან, ის წავა ყველაფერზე, რომ საქართველოს მდგომარეობა მაქსიმალურად, რაც კი მას შეუძლია, დაამძიმოს - ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ პენსიაზე არ გავა, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება, - რომან გოცირიძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

გოცირიძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციის გაერთიანებაში დიდი იქნება და მას პარტიები არ უნდა გაემიჯნონ.

ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კოორდინაციაშია და მათ საერთო ინტერესები აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი ყველა ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის მატარებელია.

"ეს არის უკვე ღია თამაში პრეზიდენტის მხრიდან, მან კონსტიტუციის სულისკვეთებაც კი მთლიანად დატოვა და არის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი. ის წავა ყველაფერზე იმისთვის, რომ საქართველოს მდგომარეობა მაქსიმალურად, რაც კი მას შეუძლია, დაამძიმოს. მათ შორის, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითაც უარყოფითი განცხადებები და დემარშები გააკეთოს. ფორმალურად ჯერჯერობით არ აღიარებენ იურიდიულ გაფორმებას, იმიტომ, რომ ვერც მოხდება, პრეზიდენტი ვერ გახდება ფორმალურად რომელიღაცა პარტიის წევრი. მაგრამ მას შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს და არჩევნების წინ რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიაში ვიხილოთ.

და მეორე, ამ ეტაპზე სულაც არ სჭირდებათ ამის ფორმალიზება, ამ ეტაპზე ვითომც ნეიტრალური პრეზიდენტის ოპოზიციური გზავნილები და ნაბიჯები უფრო ეფექტური არის რადიკალური ოპოზიციისთვის. ამიტომ, ეს. ცალსახად. დღეს არის ოპოზიციაში მყოფი პიროვნება, რომელიც სამწუხაროდ პრეზიდენტის პოსტს იკავებს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები