16 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
მოხდა აღიარება, რომ ის არის პარტიული პიროვნება და პერსონა, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობასთან - რატი იონათამიშვილი

პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ პენსიაზე არ გავა, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება - რომან გოცირიძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. გოცირიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციის გაერთიანებაში დიდი იქნება და მას პარტიები არ უნდა გაემიჯნონ.

მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ გოცირიძემ ფაქტობრივად გაიმეორა ის მესიჯი, რაზეც "ქართული ოცნების" წევრები მიუთითებდნენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი და პარტიული პერსონაა, რაც მისივე თქმით, წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან.

"ფაქტობრივად რომან გოცირიძემ გაიმეორა ის, რაზეც ჩვენ მივუთითებდით. ანგარიშგასაწევი არის შემდეგი გარემოებები, რომ ერთი - ზურაბიშვილი ხომ ვიცით, რომ არის კონსტიტუციის დამრღვევი და ახლა, ფაქტობრივად მოხდა აღიარება, რომ ის არის პარტიული პიროვნება და პერსონა, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობასთან. ეს არის მათი გეგმის ნაწილი, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვინმეს ან რაიმეს ლოკომოტივი ან ლიდერი იქნება - ძალიან კარგი, ეგონოთ ასე, ეს კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს იმ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც იმსახურებს, რომ ძალიან მკაცრი შეფასება მიიღოს ჩვენი საზოგადოების მხრიდან", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები