პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ პენსიაზე არ გავა, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება - რომან გოცირიძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. გოცირიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციის გაერთიანებაში დიდი იქნება და მას პარტიები არ უნდა გაემიჯნონ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე განმარტავს, რომ მისი განცხადება გამოწვეული იყო მისი დაკვირვებიდან და თავად პრეზიდენტს მსგავსი სიტყვები არ უთქვამს.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ურთიერთობები დასავლეთთან, დამოკიდებულება უკრაინასთან და მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, სალომე ზურაბიშვილს დიდ წონას შესძენს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში.
"როდესაც ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პენსიაზე არ წავა ალბათ და მემუარების წერას არ დაიწყებს, ეს მე მაფიქრებინებს, ჩემი დაკვირვებით, მას ასე არ უთქვამს.
მისი დასავლეთთან ურთიერთობები, მისი მნიშვნელოვანი როლი სტატუსის მიღებაში, მისი დამოკიდებულება უკრაინასთან და მისი აქტიურობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მას მისცემს წონას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ხელისუფლება იქნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.