16 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
მთავარი მიზანია 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტით, გამჭვირვალე და ტრანსპარანტულ გარემოში - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლებს იმისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები.

როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, მთავრობის მიზანი და ინტერესია, 2024 არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და ტრანსპარანტულ გარემოში და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში. 

"ჩვენი მთავარი მიზანია, 2024 არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და ტრანსპარანტულ გარემოში და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში. ამის შესახებ ჩვენ, გარდა განცხადებებისა, გვქონდა ვალდებულება 9 პუნქტის შესაბამისად, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიწვევდა ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს, რადგან ოდირი არის მთავარი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურულ სიზუსტეებს, შესაბამისად, აღებული ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია უკვე, გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში, კერძოდ ოდირში. გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს იმისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

 

დღის ამბები