16 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
როგორია სალომე ზურაბიშვილის გეგმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ - ვარაუდები და ვერსიები პოლიტიკურ სპექტრში

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი დიდი ალბათობით, კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დარჩება. ამაზე მინიშნებას ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებენ, ვინც მასთან კონსულტაციებზე დადიან. რომან გოცირიძეს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციურ ერთობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

რომან გოცირიძის მოსაზრებას აღიარებას უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის, კერძოდ მათი თქმით, ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერად ჩამოყალიბდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებზე "ნაცმოძრაობასა" და მის იდეურ დანამატებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ტაშს და სააკაშვილთან ერთად აღმშენებლობის გეგმის შედგენაში მონაწილეობას - "ნაცმოძრაობის" წევრების აზრით, ამ კითხვას პასუხი დრომ და მისმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა უნდა გასცეს. პარტიაში დღეს არც ის გამორიცხეს, რომ მეხუთე პრეზიდენტი, მეორე ვადით კანდიდატი, სწორედ 5-ნომრიანი პარტიის ინიციატივით გახდეს.

ზურაბიშვილთან, მომავალში პოლიტიკურ კავშირს არც "ლელო" გამორიცხავს, სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი კოლეგებს ურჩევენ, სწორება კვლავ მიხეილ სააკაშვილზე გააკეთონ.

პრეზიდენტი უკვე არაერთხელ გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმის ნაცვლად, რომ პროცესში მიუკერძოებელი არბიტრის როლს ასრულებდეს, 2024 წლის არჩევნებზე, სავარაუდო, დემარშისთვის ოპოზიციასთან ერთად ემზადება.

ზურაბიშვილმა ბოლო საპარლამენტო ანგარიშის დროს, ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და დღემდე სასახლეში მათთან კონსულტაციებს მართავს.

 

დღის ამბები