16 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
მიმდინარე წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიას თბილისში უახლოეს მომავალში ელოდებიან

მიმდინარე წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიას თბილისში უახლოეს მომავალში ელოდებიან. საქართველოს მთავრობამ ოფიციალური წერილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელს უკვე გაუგზავნა.

მმართველი პარტიის ოპონენტების შეფასებით, საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტი ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რადგან ეს არჩევნების სანდოობას უფრო გაზრდის.

"მისიის არჩევნებზე ყოფნა უფრო მეტად დაიცავს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების პრინციპს" - აცხადებენ მმართველ გუნდში.

"2024 წლის შემოდგომის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა იყო მთავრობის სამოქმედო პროგრამაში გაწერილი. გვახსოვს 2020 წლის გამოცდილება, როდესაც ეუთომაც, ოდირმაც დადებითი დასკვნები გამოაქვეყნა, მაგრამ ოპოზიციამ თითქმის მთელი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო საბოტაჟის ქვეშ ამყოფა. აქედან გამომდინარე, ეს სადამკვირვებლო მისია არის ამ მიზნისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები