16 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
"მეცინება ამ საუბარზე, იმდენად აცდენილია რეალობას" - გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, წინასაარჩევნო ტაქტიკაა, რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" ერთი გუნდი ფრაგმენტებად წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ბრძოლის იარაღად იყენებს ყველა ოპონენტის "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებას.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტიის ”სტრატეგია აღმაშენებელი” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება რეალური პრობლემებიდან აქცენტების სხვა საკითხებზე გადატანას ემსახურება. 

"ღარიბაშვილის ყველა განცხადება მიუთითებს, როგორი მოწყვეტილი არიან რეალობასა და ხალხს. მათ უნდათ, რომ ამ სიძულვილის ენით, მათი კლიშეებით, რამენაირად, მთავარი პრობლემიდან, რომელიც არის უმუშევრობა, გადაგვიყვანონ რაღაც სხვა საკითხებზე. მეცინება ამ საუბარზე, იმდენად აცდენილია რეალობას. არ ავყვებით ჩვენ ამ საუბარში. იმას ნუკი არჩევს, რომელი პარტია ვისთან არის, ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან ამაზე პასუხის გასცენ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა, რომელიც აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" წარსულს "ქართული ოცნება" იარაღად იყენებდა. 

"ძალიან კარგად გვახსოვს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ბოლო წლები, როგორი მძიმე იყო და რისი გადატანა მოუწიათ საქართველოს მოქალაქეებს. ამას, ბუნებრივია, იდეალურად იყენებდა ყოველთვის "ოცნება". მაგრამ, ეს იდეალური იარაღი დაიშალა, აღარ არის. ამიტომ, ის ცდილობს, რომ დაეხმაროს ამ "ნაცმოძრაობას", აწებებენ ხან "ლელოს", ხან "გირჩს" და ა.შ." - აცხადებს ანა ბუჩუკური. 

დღის ამბები