16 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშვნა ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება - მთელი ცხოვრება ფულს პატიმრების ბედით ვაჭრობით აკეთებდა - ალეკო ელისაშვილი

ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება. ინფორმაციას სააგენტო Kvira.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ინფორმირებული წყარო, ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან, ადასტურებს, რომ კონსულტაციები უკვე დასრულდა და შემდეგ კვირას მისი წარდგენა იგეგმება.

"კურიერი" ბესელიას დაუკავშირდა. ის, ამ ეტაპზე, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ბესელიას შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაზე, შეფასება გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრშიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუკი ეს ამბავი მართლაც დადასტურდა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება:

"თუკი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს, ეს იქნება არაჩვეულებრივი, მაგრამ თუ ეკა ბესელიას დანიშვნა დადასტურდა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ეკა ბესელია მთელი ცხოვრება ფულს პატიმრების ბედით ვაჭრობით აკეთებდა. ღმერთმა დაიფაროს, ქვეყანაც, სალომე ზურაბიშვილიც და პატიმრებიც, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ, ასეთი რეპუტაციის ადამიანი დაინიშნოს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეწყალებას ხელს აწერს პრეზიდენტი, შესაბამისად, პასუხისმგებლობის ტვირთი ისევ პრეზიდენტზე იქნება.

 

დღის ამბები