ჯგუფური ძალადობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სამართალდამცველებმა სამი პირი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. გამოძიების მიხედვით, გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხას სძალავდა, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა დაცვის თანამშრომელმა კი ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.