16 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
კოალიცია, რომელსაც თავად მოიაზრებს, შედგება " ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფებისგან, ამიტომ მისი შემოთავაზება ენმ-ის ინტერესებზე პირდაპირ ასხამს წყალს - ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადება კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური უვიცობის მანიშნებელია.

"როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს სამუშაო აქვს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის გზაზე, მე მიჩნდება კითხვა- რაში უნდა დავეწიოთ ქალბატონო სალომე? უკრაინას ომში თუ მოლდოვას დესეთეს წევრობაში?

მისი განცხადებები კოალიციურ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან დაკავშირებით, ელემენტარული პოლიტიკური უვიცობაა ან მის პირად ინტერესებს ემსახურება.

ის კოალიცია, რომელსაც თავად მოიაზრებს შედგება ენმ-ს დანაყოფებისგან, ამიტომ მისი შემოთავაზება ენმ-ის ინტერესებზე პირდაპირ ასხამს წყალს,"- აცხადებს წილოსანი.

დღის ამბები