16 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
უკრაინაში 8 უკრაინელი სამხედრო ტყვის, სავარაუდო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებენ

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ავდიივკასა და ვესელოეში 8 უკრაინელი სამხედრო ტყვის, სავარაუდო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებენ. ტყეში მომხდარი სავარაუდო მკვლელობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, 12-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 80-ზე მეტი აფეთქება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 33 იერიში 5 მიმართულებით მოიგერიეს, სულ ფრონტზე 60-მდე საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები