"კურიერისთვის" ცნობილი გახდა თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა - ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მამუკა ხაზარაძეს.
იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარია, გენერალური პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია.
უმრავლესობის შეფასებით, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ქვეშ ერთიანდება და რეალურად ეს დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება.
"ჩრდილოვან კაბინეტშიც კი ერთმანეთს ეცილებიან და იქაც კი არის ერთმანეთში კონკურენცია და დაპირისპირება. ერთი, რაც არის ცხადზე ცხადი - არ არსებობს რაიმე კოალიციური ერთობა, ეს არის თავიდან ბოლომდე "ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოსვლით დააანონსა მსგავსი რაღაცა კლუბის შექმნა და იმ საოცნებო მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მათთვის არის რაღაცა ხედვა. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ეკავათ ძალიან მაღალი პოზიციები და საზოგადოებას ახსოვს ამ ადამიანების საქმიანობა და ძალიან კარგად იცის თუ რა შედეგები მოჰყვა ამა ადამიანების საქმიანობას", - აცხადებს უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.
შგახსენებთ, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა - ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს.