ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა პოლიტიკური განცხადებები კეთდება - ოპოზიციის ნაწილი "კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ყველაფერი ხალხის ხელშია და როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება.
"ყველაფერი აბსოლუტურად არის ხალხის ხელში. როგორც ხალხი გადაწყვეტს - ისე იქნება ყველაფერი. ამ ტყუილების მოგონებას, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც საქმეს მიხედოთ და ხალხს რაც აწუხებს იმაზე გასცეთ პასუხი, და იმაზე იზრუნოთ" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის"წარმომადგენელს მიხეილ დაუშვილს, ის ნებისმიერი კოალიციის შექმნას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც, გამორიცხავს.
"სრულად გამოვრიცხავ, 100%-ით, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომ "ნაცმოძრაობასთან" ერთად რაიმე ფორმის კოალიციის შექმნას, ნებისმიერი ფორმის კოალიციის შექმნას. რა შეიძლება, რომ მაგათგან გამოვიდეს? ხუმრობას ჰგავს, კარგი ანეგდოტია, ერთხელ მაინც გავიცინებთ და ეგ არის,“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
შგახსენებთ, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა - ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს.
იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარია, გენერალური პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია.