ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა პოლიტიკური განცხადებები კეთდება - ოპოზიციის ნაწილი "კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
უმრავლესობის შეფასებით, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ქვეშ ერთიანდება და რეალურად ეს დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება.
"რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვება, ეს არის ჩათლახობა. თნამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია - ასე დასახელდა. ის მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა, ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს.
კაცი გამოვიდა, 1%-იანი რომ იყავი - მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ. ხაბე, ამოიღე შენც ხმა ბიჭო, რა დასჯილივით ხარ,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
შგახსენებთ, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა - ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს.
იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარია, გენერალური პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, ფინანსთა მინისტრად პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია.