16 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი: ცნობილი მულტფილმია "სიზმარა", არ ვიცი ეს "სიზმარა" სააკაშვილი იქნება, ხაბეიშვილი თუ კეზერაშვილი

ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა პოლიტიკური განცხადებები კეთდება - ოპოზიციის ნაწილი "კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში კოალიციის საჭიროებას ხალხი გადაწყვეტს.

"ნუ შეწუხდებიან იმით, კოალიცია უნდა საქართველოს საზოგადოებას თუ არ უნდა, ამას თავად გადაწყვეტენ 26 ოქტომბერს. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ სიზმრებს, ცნობილი მულტფილმია - "სიზმარა" - აქეთ მზე, იქით მთვარე, შუაში ვარსკვლავები. დაირიგეს ახლა ეს მინისტრების პორტფელები ვარსკვლავებივით. არ ვიცი ეს "სიზმარა" სააკაშვილი იქნება, ხაბეიშვილი თუ კეზერაშვილი.

პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ალბათ ერთმანეთს დახოცავენ, ეს მათი საქმეა, უფლება აქვთ ასეთი სიზმრებით იცხოვრონ, მაგრამ რეალობა იქნება მსოფლიოს გასაგონად - საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს კოალიცია იქნება საჭირო პარლამენტში, თუ არ იქნება," - აღნიშნა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.

შგახსენებთ, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა - ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.

შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს.

იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარია, გენერალური პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, ფინანსთა მინისტრად პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია. 

 

დღის ამბები