16 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
"იმდენად უუნაროები არიან, რომ სასაცილოდ იხდიან თავს" - შალვა პაპუაშვილი "ლელოს" კამპანიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის "ლელოს" კამპანიას და მორიგ ბანერს გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვების დაპირებას უკავშირდება.

პაპუაშვილის განცხადებით, მათი ოპონენტების მუქარაშიც კი იმდენად უუნაროები არიან, რომ სასაცილოდ იგდებენ თავს.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანი სტრატეგია, რომელსაც ისინი ზოგი "ნაციონალური მოძრაობის, ზოგი "ლელოს" მეშვეობით, ზოგი პარტია "საქართველოსთვის" მეშვეობით, ერთიან სტრატეგიაში აქცევს. ამიტომაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია არის სხვადასხვა მხრიდან თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, პარტიებზე და რადიკალური დღის წესრიგის შემოღება. ამაშიც კი, იმდენად უუნაროები არიან, რომ სასაცილოდ იხდიან თავს. ჩვენი ოპოზიციის უუნარობა ბევრ რამეში ჩანს, უუნაროები არიან, რომ გვქონდეს დისკუსია საგნობრივ საკითხებზე, უუნარო არიან, რომ მუქარაც კი ნორმალურად განახორციელონ. თავს იხდიან სასაცილოდ, როგორც პროფესიულ დისკუსიაში, ისე - ე.წ. პიარხრიკებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები