16 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო, ეს ცხადყოფს, რომ მოქალაქეები მტკიცედ ფიქრობენ ევროპულ მომავალზე - ჟოზეფ ბორელი

"ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო! ეს იყო ყველასთვის გასაოცარი" - ასე მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ  ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

"ბატონო პრემიერო, როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო! ეს იყო ყველასთვის გასაოცარი. ეს ჩემი ვიზიტისთვის კი არ გაკეთებულა, იქამდეც ასე იყო და ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო.

ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები მტკიცედ ფიქრობენ ევროპულ მომავალზე. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა მოვმართოთ იმაზე, რომ ქვეყნის მედეგობა გავზარდოთ და სუვერენიტეტს ვცეთ პატივი", - ჟოზეფ ბორელი.

დღის ამბები