საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გრძელდება. დღეს დილიდან ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში გადაინაცვლებს - შედგება შეხვედრა ალიანსის გენმდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.
დღესვე, საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
გუშინ ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში, შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ასევე - ჟოზეფ ბორელსა და სხვა ევროკომისრებს, დაესწრო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-8 სხდომას.