27 ივლისი 2024,   07:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, ერთხმად, დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა - თეა ახვლედიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიუსელში განაცხადა.

"დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის და მხარდაჭერის გზების განხილვას." - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები