16 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს - მოქმედი კონსტიტუცია სრულად იზიარებს თავისი წინამორბედის სულისკვეთებას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოქალაქეებს პირველი კონსტიტუციის დღეს ულოცავს. 

"დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საუკუნის წინ მიღებული ამ პოლიტიკური დოკუმენტით, რომელიც ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტისა და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სრულად იზიარებს თავისი წინამორბედის სულისკვეთებას და, 2017 წლის ცვლილებებით, სახელმწიფოს მოწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე, ჭეშმარიტად ევროპული დოკუმენტად იქცა. სწორედ ასეთი კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, დაცულ და კანონიერ გარემოს.

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს." - წერს შალვა პაპუაშვილი.

1921 წლის 21 თებერვალს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

დღის ამბები