16 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ჩვენ მზად ვართ ისეთ იდეებს მოვუყაროთ თავი და გავითვალისწინოთ, თუ ეს არის თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტში, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. მას უმრავლესობის და ოპოზიციის გარდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოისმენენ ყველა მხარის პოზიციას მოისმენენ და მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, თუ იქნება ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.

"შეფასება ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრების ფასადურობასთან დაკავშირებით, ეჭვს მიჩენს, რომ მათ ამ ტერმინის და სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით. ჩვენ მზად ვართ ისეთ იდეებს მოვუყაროთ თავი და გავითვალისწინოთ კიდეც, თუკი ეს არის თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან, იმ მიდგომებთან, რა მიდგომების იმპლემენტაციაც გვსურს. ჩვენი მიზანია, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ჩვენთვის პრიორიტეტულია სწორედ ევროპული წესები, რაც რა თქმა უნდა, ასევე მორგებული უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

დღის ამბები