ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პატიმრობაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლს და ქალიშვილს შეხვდა.
ჯო ბაიდენმა ოჯახს მიუსამძიმრა, მადლობა გადაუხადა რუსეთის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის და განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილის, რეპრესიების, აგრესიის, ასევე უკრაინაში სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ, შტატები პუტინს ახალ სანქციებს დაუწესებს.