საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.
მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.