16 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო განცხადებების გამო ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, ეს თუ შეწყდებოდა, ჩვენგან იქნებოდა ნული ნეგატიური განცხადება, დღეს სწორედ ასე წარიმართება პროცესები - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც მმართველ გუნდს რეაგირება უწევდა.

კობახიძის თქმით, მან ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე განმარტა, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება.

კობახიძის განმარტებით, უსამართლო განცხადებები და რეზოლუციები არსებითად შეწყდა და აღარ უწევს ხელისუფლებას ასეთ საკითხებზე რეაგირება, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე.

"თავის დროზე იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც ჩვენ გვიწევდა რეაგირება. მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები, ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება. სწორედ ასე წარიმართება დღეს პროცესები. ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე. სადაც იქნება სამართლიანი მიდგომა, კონსტრუქციული მიდგომა, იქ ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

მე მადლობას გადავუხდი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც დამატებით დადებითად აისახება ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა ირაკლი

დღის ამბები