დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩასა და მარიუპოლს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დარწმუნებულია, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას უკრაინელი გმირი ხალხის მიმართ.
"დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩასა და მარიუპოლს. ამ ომის ტრაგედიების ისტორიები მილიონობით ეკრანზე იქნება და, შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.