25 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
მესტია "გემო ფესტს" მასპინძლობს

სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, "გემო ფესტი" იმართება. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ატარებს. ღონისძიების ფარგლებში, სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები მოეწყო.

"გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელთაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.

"გემო ფესტის” მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდაა.

დღის ამბები