29 სექტემბერი 2024,   03:15
ვრცლად
გერმანიამ და მთლიანად ევროპამ მაქსიმალური ძალებით უნდა დავიცვათ თავი - ჩვენი ქვეყანა, დიდი ხანია, ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში არ ყოფილა, ახლა საფრთხე რეალურია - შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას ესხმის თავს, არამედ არღვევს ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობასაც. 

"უკვე ორი წელია, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ომს უკრაინასთან. ჩვენ საზღვრების დაცვას მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რასაც რუსეთი უხეში ძალით არღვევს. რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას ესხმის თავს, არამედ არღვევს ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობასაც.

ერთადერთი სწორი დასკვნა ამ სიტუაციაში უკრაინის მხარდაჭერაა და ჩვენ გავაგრძელებთ ამას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. გერმანიამ და მთლიანად ევროპამ მაქსიმალური ძალებით უნდა დავიცვათ თავი. ვიცი, ზოგიერთისთვის ამ სიტყვების მოსმენა გერმანიის კანცლერისგან უცნაურია, რადგან ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაგრამ ახლა ეს საფრთხე რეალურია და ჩვენ მოკავშირეებთან ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ ევროპაზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - აცხადებს ოლაფ შოლცი.

 

 

დღის ამბები