16 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე, დადებითი ტენდენცია იკვეთება მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერის მიმართულებით.

ასევე, საუბარია პოლიციის მიმართ საზოგადოების დადებით განწყობაზე, კორუფციის შემცირებულ დონესა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლებასა და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციების დანერგვაზე.

დოკუმენტში საუბარია გამოწვევებზეც, მათ შორის, პოლარიზაციაზე.

"2024 წლის, ოქტომბრის არჩევნების იქნება პირველი მაშ შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს, რომ გახდეს გაერთიანების წევრი. ამ ფაქტის შემდეგ, საარჩევნო პროცესზე, ევროკავშირისა და აშშ-ის დაკვირვება კიდევ უფრო აქტიური, თანამშრომლობა კი მჭიდრო იქნება. რვა თვე დარჩა არჩევნებამდე - უკვე ჩანს პოზიტიური ნიშნები. მაგალითად, ფართო საჯარო მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მიმართულებით. არის მზარდი პოზიტიური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან პოლიციის მიმართ. უმჯობესდება გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა. პოზიტიურია დინამიკა კორუფციის შემცირების მხრივ. გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციების დანერგვა.

ამავდროულად, არსებობს რიგი გამოწვევები, რომელსაც არჩევნებამდე ყურადღება უნდა მიექცეს. პირველ რიგში, ეს არის პოლარიზაცია, სიტყვიერი თავდასხმები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცდუნება. მნიშვნელოვანია ყველა ამ პრობლემას სათანადო ყურადღება დაეთმოს", - განაცხადა NDI-ის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციის წევრმა, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა.

 

დღის ამბები