"დროა, ევროპა გამოფხიზლდეს! უკრაინის ომის შედეგები შესაძლოა უახლოეს თვეებში გადაწყდეს და დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გაზარდოს," - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.
ანალოგიურად ფიქრობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დეივიდ კამერონის თქმით, დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად საკმარისი არ გაუკეთებია.
უკრაინის საკითხებში ევროპის ერთიანობის დემონსტრირებისთვის პარიზში დღეს 20-მდე ევროპელი ლიდერი შეიკრიბება, ხვალ კი აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში უკრაინის უსაფრთხოებისთვის საჭირო დაფინანსების კანონპროექტის განსახილველად კონგრესის ხელმძღვანელობას შეხვდება.